2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა

2026 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა და შესასრულებელი აქტივობები განიხილეს. ამასთანავე, განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საგამოცდო ცენტრებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება, სასწრაფო და სახანძრო დახმარების უზრუნველყოფა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ასევე სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოცდო ცენტრების მოწყობისა და აღჭურვის მიზნით განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყება. საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი წელს 83 000-ზე მეტ გამოსაცდელს მოემსახურება.