საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2027 წლის 18 აპრილს, ხოლო მეორე ტური 2 მაისს გაიმართება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2027 წლის 18 აპრილს, ხოლო მეორე ტური 2 მაისს გაიმართება

საფრანგეთში 2027 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღები განსაზღვრეს.

ფრანგული მედიის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 აპრილს, მეორე ტური კი 2 მაისს გაიმართება.

1958 წლის კონსტიტუციის ტექსტი ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს „მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე“ 20-დან – 35 დღემდე.

ფრანგული მედიის თანახმად, ამ გრაფიკის კიდევ ერთი თავისებურება არის მისი გადაფარვა სკოლის არდადეგებთან, რომლებიც 2027 წლის 3 აპრილიდან 3 მაისამდე გაგრძელდება და ეს სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი, რადგან მთავრობა კენჭისყრის ორივე ტურს აწყობს იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ამომრჩეველი შესაძლოა, ხმის მიცემის დროს საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფებოდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ 2027 წელს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში აღარ ჩაერთვება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტის პოსტის დაკავების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენე ლიდერს, ჯორდან ბარდელას აქვს.