ჯოზეფ ბორელი: ევროკომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით, კომისია წარმოადგენს მხოლოდ კომისიას
ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის დიპლომატიური შტოს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის როლების სულ უფრო გადაფარვამ ბლოკის საგარეო პოლიტიკის მექანიზმში „საკმაო არეულობა“ შექმნა.
„ევროკომისია არ საუბრობს ევროკავშირის სახელით, კომისია წარმოადგენს მხოლოდ კომისიას“, – განაცხადა ბორელმა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის, კაია კალასის მსგავსად, ბორელსაც ჰქონდა კონფლიქტი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, ბორელი ისრაელის კრიტიკით გამოირჩეოდა.
„რა უფლებამოსილებით მიდის კომისარი ისრაელში, რათა თქვას, რომ ევროკავშირს და ისრაელს ერთმანეთი უყვართ, ეთანხმებიან და აღნიშნავენ ისრაელის როლს მშვიდობასა და სტაბილურობაში, როდესაც, ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ისრაელი კრძალავს?“ – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.