ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს: დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლებლობაა წარმოაჩინოთ მრავალწლიანი შრომის შედეგი. გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო გზაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო,

დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლებლობაა წარმოაჩინოთ მრავალწლიანი შრომის შედეგი.

თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით შეგიძლიათ შექმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი და წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში.

გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო გზაზე“, - აღნიშნავს იგი.