მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღე მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ახლა აქვთ შესაძლებლობა, მათი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინონ.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ამ დღემდე დიდი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მოხვედით და ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოთ.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერება. სწორედ ეს დაგეხმარებათ გაწეული შრომის ღირსეულ შედეგად გარდაქმნაში.
ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით.
გისურვებთ წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას. გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ. ესაა თითოეული ქართველის მისია.“- აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.