ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები უკვე მეოთხედ ტარდება
უკვე მეოთხედ ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, გამოცდა მათთვის ნაცნობ და ჩვეულ გარემოში ჩააბარონ.
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ქალაქ ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში, ჯამში 90 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ყველა საგამოცდო ცენტრი
აღჭურვილია გაგრილების სისტემით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით.