საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური ვერცხლის და ექვსი ინდივიდუალური მედლით დაასრულა
შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში სუმოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ექვსი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
+115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა წიქორაძემ (+ 115 კგ) ჩემპიონობა იზეიმა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვიცე-ჩემპიონი გახდა საბა გამთენაძე (- 115 კგ), +115 კგ და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ბადრი ხატისკაცმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ბერიძე (-77 კგ). ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა - ბადრი ხატისკაცის, საბა გამთენაძის, ზურა წიქორაძისა და დავით აქუბარდიას შემადგენლობით - ფინალი უკრაინასთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.