ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი: ვინმე ნანკა კალატოზიშვილს გამოუთქვამს პრეტენზია, რატომ ვრცელდება პრეზიდენტის მიმართვებიო. ქვეყნის პრეზიდენტზეა საუბარი, მისი გაკრიტიკება განზრახ მავნებლობას ემსახურება, რომელიც ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს
„ვინმე ნანკა კალატოზიშვილს გამოუთქვამს პრეტენზია, რატო ვრცელდება პრეზიდენტის მიმართვებიო . მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია. მისი სასამართლო პროცესი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და ის, თუ რა ფორმით ვრცელდება მისი სიტყვა, ვერ გახდება სხვა პატიმრების პროცესების შეზღუდვის გამართლება“- ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემისკენ და არა იმ ადამიანისკენ, რომელიც თავად ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება.
„თუ ვინმეს ნამდვილად აწუხებს, რატომ ვერ ვხედავთ სხვა სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს, რატომ დგანან ჟურნალისტები გარეთ, რატომ აჯარიმებენ ადამიანებს სასამართლოს ეზოში გადაღებული ფოტოსთვის, ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემისკენ და არა იმ ადამიანისკენ, რომელიც თავად ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება.
ქვეყნის პრეზიდენტზეა საუბარი. მისი გაკრიტიკება იმაზე, რაზეც გადაწყვეტილებას საერთოდ არ იღებს, მხოლოდ რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას და განზრახ მავნებლობას ემსახურება, რომელიც ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს. ამით კი, სასარგებლო ადამიანი გამოდიხარ, ქოცებისთვის“- წერს ფანქველაშვილი.