ჯეი დი ვენსი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექვსი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. ჩემთვის ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც სერიოზულად არ არის რიგზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა დიდ ბრიტანეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ცოტა ხნის წინ საკუთარი ლეიბორისტული პარტიის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ვენსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სტარმერის გადადგომის შესახებ საუბრისას ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ქვეყანა „დიდი ხანია, იტანჯება ცუდი ლიდერობით“. მიუხედავად იმისა, რომ ვენსმა გაერთიანებულ სამეფოს „გასაოცარი“ უწოდა, მან აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც „ძალიან გაუმართავია“.
„ვხედავ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექვსი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. ჩემთვის ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც სერიოზულად არ არის რიგზე და რომ ხალხი ნამდვილად მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს ეძებს. იმედი მაქვს, ენდი ბარნჰემი — ან თუ არა ენდი ბარნჰემი, მაშინ სხვა ვინმე — ამას შეძლებს, რადგან გაერთიანებული სამეფო ისეთი მშვენიერი ქვეყანაა, ისეთი საოცარი ადგილი. ის მსოფლიოში ყველაზე საოცარი ადამიანების სამშობლოა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა იმედი გამოთქვა, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი პრემიერ-მინისტრი, შეძლებს, იპოვოს გზა, რათა „დიდი ბრიტანეთი სწორ გზაზე დააბრუნოს“.