საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. მატჩი თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით – 91:89 დასრულდა.

„ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდნენ.

4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება.

დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპს გამოეთიშა.