ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ვარ ის, ვინც ფიფას ეს გააკეთებინა, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„მე ადამიანი ვარ, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად, მართლაც ძალიან კარგად მესმის“, - ამბობს ის.
„ეს დარღვევა არ ყოფილა... ეს იყო ორი ფეხბურთელი, რომლებიც სრული სისწრაფით მიიწევდნენ და შემთხვევით შეეჯახნენ ერთმანეთს. არ შეიძლება, უბრალოდ აიღო ფეხი და მიზანმიმართულად დააბიჯო სხვას... ეს ორი შესანიშნავი ათლეტი იყო, რომლებიც უბრალოდ ერთმანეთს შემოეხლართნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
„ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა. თუ მის წარსულს შეამოწმებთ... არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან არ მიყვარს სკანდალების შექმნა, მაგრამ, მაგრამ ძალიან საეჭვოა“, - განაცხადა მან.
მან ასევე ბალოგუნს „ჩვენი საუკეთესო მოთამაშე“ უწოდა.
„მე ვარ ის, ვინც მათ ეს გააკეთებინა“, - გულისხმობს რა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან სატელეფონო საუბარს, სადაც მას წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაციის გაუქმება სთხოვა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა იყო“, - დაშზინა მან და ფიფა „მართლაც ბრწყინვალე გადაწყვეტილებისთვის“ შეაქო.