დღეს ანკარაში ნატოს სამიტი იხსნება

დღეს ანკარაში ნატოს სამიტი იხსნება

დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება.

ანკარაში უკვე ჩასულია ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. თურქეთის დედაქალაქში აგრეთვე ელოდებიან აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის მთავარი თემა წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა იქნება.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. ანკარაში ჩავა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მოსალოდნელია, რომ ის ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს.