უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ომის დასრულებას წლის ბოლომდე არ გამორიცხვენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთთან ომი დასრულდეს.
როგორც ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, ახლა მხარეები მაქსიმალური ესკალაციის პირობებში იმყოფებიან, რომელსაც შემდეგ დეესკალაცია და ომის დასრულება უნდა მოჰყვეს, ხოლო ამის შემდეგ - მოლაპარაკებები.
„შანსები არსებობს, გაზაფხულზეც მოლაპარაკებების კარგი ტემპი იყო. ახლა ჩვენ ესკალაციაში ვიმყოფებით, ეს ყველას ესმის. ესკალაციიდან გამოსასვლელად საჭიროა მაქსიმალური ესკალაცია. ანუ ახლა ესკალაციაა, შემდეგ იქნება დეესკალაცია, ხოლო ამის შემდეგ - დიალოგი. თუ მხარეები ამაში დაინტერესებულნი იქნებიან“, - განაცხადა ბუდანოვმა.