ტრამპი: ნატოს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი

ტრამპი: ნატოს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ, ნატოს სამიტი ანკარაში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მიიღებდა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ნატოთი იმედგაცრუებულია, თუმცა სამიტში ერდოღანის გამო იღებს მონაწილეობას.

„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატოთი. სიმართლე რომ ვთქვათ, ის რომ თურქეთში არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან ძლიერი ლიდერი და პიროვნებაა, სავარაუდოდ მე მასში მონაწილეობას არ მივიღებდი“, - თქვა ტრამპმა.