პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო - სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს
ამასთან, როგორც France24 იუწყება, სასამართლომ მარინ ლე პენს განაჩენი შეუმსუბუქა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა შეუმცირა. ის შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში 2027 წელს, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვადა ამოიწურება.