3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება
ცესკოს ცნობით, 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება.
კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება სადაც მოქალაქეები საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ამ საკითხზე მორიგი სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდება.
„4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს გამოკლებული წევრების შევსების მიზნით ჩვენ გვიწევს შუალედური არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ პოტენციურმა მონაწილე პარტიებმა წინსწრებით იცოდნენ შესაბამისი საორიენტაციო თარიღი არჩევნების თაობაზე მინდა გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოს განიხილება 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.