დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უსასყიდლოდ გადასცა.
„შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა. მათ ამის აღნიშვნა არასდროს უყვართ. ახლა მეც ვაძლევ შეიარაღებას უკრაინას, მაგრამ ისინი საამისოდ ფულს იხდიან. მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროკავშირი იხდის. უკრაინასთან შეხება არ მაქვს. ყველაფერს ევროკავშირს ვაძლევ. მათ აქვთ ფული და ისინი ამაში ფულს გვიხდიან“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ ევროკავშირს ყველაფერს აწვდის, მათ შორის საბრძოლო მასალას, გამანადგურებლებს.
„ვყიდით აბსოლუტურად ყველაფერს, შემდეგ ისინი აკეთებენ იმას, რასაც მოისურვებენ. ისინი მას უკრაინას გადასცემენ. ხოლო ბაიდენმა აიღო და უზარმაზარი მოცულობის იარაღი აჩუქა“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.