ჯეი დი ვენსი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამერიკელებით და, სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან დიპლომატიური დიალოგის გაგრძელების მომხრეა. ირანზე ამერიკული თავდასხმების განახლების პარალელურად, ვენსმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ ომს მხოლოდ სამხედრო ძალით ვერ მოიგებ.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამერიკელებით და, სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ დაბომბოთ ისინი, შეგიძლიათ მწყობრიდან გამოიყვანოთ მათი რადარები, გაანადგუროთ მათი უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების ნაწილი, მაგრამ სრუტეებში გემებისთვის ცეცხლის გახსნა მაინც ზედმეტად მარტივია. ასე რომ, სინამდვილეში, უნდა გქონდეთ სურვილი, დასხდეთ სალაპარაკოდ და სცადოთ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა“, - აღნიშნა ვენსმა.