ვიკა ფილფანი გვარამიას განცხადებაზე: ომით მოპოვებული რაიმე სარგებელი ვინმეს თუ უნდა, ეს მისი პრობლემაა

ვიკა ფილფანი გვარამიას განცხადებაზე: ომით მოპოვებული რაიმე სარგებელი ვინმეს თუ უნდა, ეს მისი პრობლემაა

ომით ფულის შოვნის გაცხადებული სურვილი. ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს და ამის პარალელურად იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინის აღდგენაში ტრილიონები დაიხარჯება.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, ომით მოპოვებული რაიმე სარგებელი ვინმეს თუ უნდა, ეს მისი პრობლემაა.

"ჩვენს ქვეყანაში ომი რომ არ არის, ეს არის ძალიან კარგი და არც უნდა იყოს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ამ გლობალურ სივრცეში. რაც შეეხება იმას, რომ ტრილიონები დაიხარჯება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ამაში ცუდი არაფერია. ომით მოპოვებული რაიმე სარგებელი ვინმეს თუ უნდა, ეს მისი პრობლემაა. უკრაინისგან რა სარგებელი უნდა ნახოს ვიღაცამ? ეს თვითონ გვარამიას უნდა ჰკითხოთ, რა ფინანსურ სარგებელს იღებდა", - განაცხადა ფილფანმა.