სახალხო დამცველი: შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან

სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს მისი შესაძლო სოციალური გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ობიექტები არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობების გამო უკვე აწყდებიან სოციალურ ბარიერებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედია პროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. შესაბამისად, მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ისტორიულად ან ფაქტობრივად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან.

ამდენად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედია პროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები“, - აღნიშნულია განცხადებაში.