ლევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო

ლევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო

ომით ფულის შოვნის გაცხადებული სურვილი. ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს და ამის პარალელურად იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინის აღდგენაში ტრილიონები დაიხარჯება.

"საქართველოს ნგრევის პერსპექტივა და გზავნილი უცხოელი პარტნიორებისადმი" -"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გვარამია ამ საკითხით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მმართველი გუნდის განცხადებით, ეს არის ოპოზიციის მესიჯი, რომ მზად არიან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა პირობას დათანხმდნენ.

"რა ტრილიონებზეა საუბარი ცოტა გაუგებარია. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი მალე დასრულდეს და ის ტრანშები, რაც უკრაინის დასახმარებლად იქნება, სამწუხაროდ ისიც სესხები იქნება ისევე, როგორც 2008 წელს, ომის შემდეგ რა ტრანშებიც წამოვიდა, იმ სესხების პროცენტებს დღემდე ვიხდით, როდესაც იმ ფულის დიდ ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებმა პირდაპირ ჩაიჯიბეს.

რაც შეეხება გვარამიას წამოცდენას, ეს არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს, ამდენი წლის განმავლობაში სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო. გვარამიას და დანარჩენ აგენტებს, ერთი მხრივ სურდათ, რომ თავიანთი გარე უფროსებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ყველაფერს უსიტყვოდ შეუსრულებდნენ და მეორე მხრივ, ფულის ინტერესიც ჰქონდათ, როდესაც დანგრეული საქართველო უნდა დამდგარიყო ფეხზე და ტრანშები უნდა გადმორიცხულიყო მას შემდეგ, რაც აქ დაიღუპებოდა ძალიან ბევრი ხალხი და ქვეყანა ფაქტობრივად არ იარსებებდა. შემდეგ უკვე იმ ტრანშებზე აპირებდნენ ხელის მოთბობას, ისევე, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.