მიხეილ დუნდუა: მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია და აღიარებულია საქართველოს წარმატება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესგარემო არის ძლიერი იმისათვის, რომ ღირსეულად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია. გლობალური ადაპტაციის ინიციატივის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა არსებული ვითარება მსოფლიოს 192 ქვეყანაში.
ანგარიშის შესახებ ისაუბრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
"გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და ევროპაში მეორე პოზიციაზეა. კვლავინდებურად მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია და აღიარებულია საქართველოს წარმატება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესგარემო არის ძლიერი იმისათვის, რომ უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს ღირსეულად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი ნორვეგიისა და დანიის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა, მსოფლიოში კი კვლავ მეოთხე პოზიციაზეა. 2026 წლის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს საუკეთესო ოთხეული ასე ჩამოყალიბდა: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო.