მარკო რუბიო: პოლიტიკური ტერორიზმის აღორძინების შესახებ მინისტერიალზე პოლიტიკური ლიდერები მოვიწვიე - ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა დავამარცხოთ

პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეხმიანება. მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიომ ანტიტერორისტული არქიტექტურა უნდა აღადგინოს და მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდ ტალღას დაუპირისპირდეს.

„დღეს მე მოვიწვიე პოლიტიკური ლიდერები მინისტერიალზე პოლიტიკური ტერორიზმის აღორძინების შესახებ, რომელსაც ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდი ტალღა იწვევს. ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა დავამარცხოთ“, - წერს რუბიო.