ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება

ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ევგევი ხმარას დაავალა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხმარამ დიდი გამოცდილება შეიძინა ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების წარმოებაში და უკრაინის თავდაცვაც სწორედ ამაზე უნდა ფოკუსირდეს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ხმარა ასევე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ძალების შორ მანძილზე ოპერაციებს. ეს პრიორიტეტია. მან ზუსტად იცის რა სჭირდება უკრაინას, ასევე შეუძლია თავდაცვის ძალებში ვითარების კონტროლი. მას საკმარისი გამოცდილება აქვს უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხადა ზელენსკიმ.