მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა
შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა.
„სტატისტიკურადაც რომ მივუდგეთ და ციფრების და რიცხვების დონეზე რომ მივიდეთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხალხმა, ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღონ და წესად არ დაიმკვიდრონ და ამას ემსახურება სწორედ ეს მიდგომა. შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტა ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა. ამისათვის უნდა დაისაჯოს. რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება, 10 წლის შემდეგ, პირობითად, ეს იყოს მორალიდან გამომდინარე ქცევა ადამიანის, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავთ, საჭირო გახდა, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ამას უკვე შედეგები აქვს - შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა. ვერ იქნება გამოხატვის თავისუფლება, ვერ იქნება ადამიანის ღირსების შელახვა. წარმოუდგენელია. ამას შეეგუონ და მიიღონ ის მკაცრი სასჯელი, ამ შემთხვევისთვის სახდელი, შემდგომში თუ რეციდივულად მიჰყვებიან იგივე საქმიანობას, სასჯელიც, რომელიც ქართულმა სამართლებრივმა პოლიტიკამ ასე გადაწყვიტა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.