ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ტყე-პარკში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო

ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ტყე-პარკში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო

ხუდადოვის ტყე-პარკის აღდგენისა და განვითარებისთვის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ხე-მცენარეების დარგვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს პაატა ტოგონიძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ხუდადოვის ტყე-პარკში მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და ხე-მცენარეების დარგვაში მონაწილეობა მიიღო. გამწვანების აქციას ასევე შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის წევრები: რიმა ბერაძე, მაია ბითაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 12 200 სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა (აქედან 1 000 ბუჩქი, დანარჩენი სხვადასხვა სახეობის ხე). ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სამუშაოები, ჯამში, 15 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

ხუდადოვის ტყის გადარჩენის მიზნით, 2018 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: სანიტარული ჭრების ფარგლებში, მოიჭრა 6 000-მდე ხმელი და დაავადებული ხე; აქტიურად მიმდინარეობს ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, მათ შორის, კვლევითი და სამკურნალო სამუშაოები.

ამასთან, 2019 წელს, თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ)-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, განხორციელდა ფართობის შემოღობვა, ეკალ-ბარდებისა და სხვა ნარჩენების გატანა, 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ დაირგო 20 000-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო გაშენებულმა ფართობმა 20 ჰექტარი შეადგინა. ტერიტორიაზე განთავსდა ხანძარსაწინააღმდეგო (კოცონის აკრძალვის) საინფორმაციო ბანერები.