ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი კობერიძემ და მზია გიორგობიანმა ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ორგანიზებით გამართულ მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს დელეგაციამ ქვეყნის პრიორიტეტები წარადგინა ორ მნიშვნელოვან თემატურ პანელურ დისკუსიაზე - SDG 6 (სუფთა წყალი და სანიტარია) და SDG 11 (მდგრადი ქალაქები და დასახლებები).

2028 წლისთვის საქართველო უზრუნველყოფს ურბანული მოსახლეობის 100%-ს უსაფრთხო და საიმედო სასმელი წყლით.

სოფლის დასახლებებში წყლისა და სანიტარიის მომსახურების გაფართოება ეტაპობრივად განხორციელდება, განსაკუთრებული ყურადღებით რთულად მისადგომ და დაბალი სიმჭიდროვის დასახლებში.

წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომდევნო 11 წლის განმავლობაში, დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის სახელმწიფო ინვესტიცია განხორციელდება.

საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორობა, გრძელვადიანი დაფინანსება, ცოდნის გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა SDG 6-ის მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობებია.

SDG 11-ის პანელზე საქართველომ წარადგინა ინიციატივა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქები“ (Livable Cities), რომელიც მდგრად და ადამიანზე ორიენტირებულ ურბანულ განვითარებას ემყარება.

აღინიშნა, რომ „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების“ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, დაბალანსებული რეგიონული განვითარების ხელშეწყობას და უფრო მდგრადი, ინკლუზიური ქალაქების შექმნას.

ფორუმში მონაწილეობით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთგულება.