საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.