ირაკლი ფავლენიშვილი – წარმოუდგენლად გვეჩვენება გარკვეულ აქტორებთან საქმიანი ფორმატის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც მთავარი პრობლემა თურმე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა-გინება
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კრიტიკა ბევრი მიმართულებით არ წყდება, თურმე ქვეყნის მთავარი პრობლემა ყოფილა გარკვეული აქტორების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღვა-გინება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილს ასეთ პირობებში წარმოუდგენლად ეჩვენება „ალიანსთან“ საქმიანი კომუნიკაციის, საქმიანი ფორმატის აღდგენა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კრიტიკა ბევრი მიმართულებით არ წყდება, თურმე ქვეყნის მთავარი პრობლემა ყოფილა გარკვეული აქტორების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღვა-გინება. ამ პირობებში წარმოუდგენლად გვეჩვენება საქმიანი კომუნიკაციის, საქმიანი ფორმატის აღდგენა. ჩვენ არაფერში ვუშლით ხელს, შეუძლიათ, შეიკრიბონ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ, ნებისმიერი კამპანია დაგეგმონ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, „ალიანსიდან“ პარტიის გარიცხვის მოლოდინი ხომ არ გაქვთ, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს: „ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც, სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ“.