აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს
ამერიკის შეერთებული შტატები უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს.
Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილება უცხოელ სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებსა და უცხოელ ჟურნალისტებს ახალ დაბრკოლებას შეუქმნის.
ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის ვიზა მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებმა ამერიკის ტერიტორია 30 დღეში უნდა დატოვონ.