დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საარჩევნო ხმის მიცემის მოწყობილობები უკიდურესად დაუცველია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჩარევის მიმართ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საარჩევნო ხმის მიცემის მოწყობილობები უკიდურესად დაუცველია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჩარევის მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ საფრთხედ რუსეთი დაასახელა.

ტრამპის თქმით, აშშ-ის საარჩევნო ხმის მიცემის მოწყობილობები „უკიდურესად დაუცველია” მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჩარევის მიმართ.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის საარჩევნო სისტემის სისუსტეები დიდი ხანია ცნობილია. მედიის ცნობით, მათი ნაწილი 2016 წლის არჩევნების შემდეგ გამოსწორდა, როცა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი აქტიურად ერეოდა საარჩევნო კამპანიაში.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი აწარმოებდა კოორდინირებულ საარჩევნო ჩარევის კამპანიას, რომელიც მოიცავდა ჰაკერულ შეტევებს, სოციალურ ქსელებში გავლენის მოხდენას და ადგილზე საარჩევნო აქტივობების დაფინანსებას.