გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე: სისხლისღვრისკენ მსვლელობა, რასაკვირველია, საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ არის. კარგია, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია ღრმად გაანალიზებული აქვთ
სისხლისღვრისკენ ასეთი ინტენსივობით მსვლელობა, რასაკვირველია არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების - მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაული აღიარების ფაქტს.
„კარგია, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ პოზიცია ღრმად გაანალიზებული და იმედი ვიქონიოთ, რომ სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რამაც საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა განაპირობა“, - აღნიშნა მან.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ვერშემდგარი დამხობიდან 1 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.