ეკა სეფაშვილი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე: მათ არჩიეს რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომა გამოეყენებინათ და საპროცესო გარიგებაზე წასულიყვნენ, ეს მისასალმებელი ნაბიჯია

მათ არჩიეს რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომა გამოეყენებინათ და საპროცესო გარიგებაზე წასულიყვნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების - მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაული აღიარების ფაქტს.

„ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი ნაბიჯია. არ დაუჯერონ იმ უცხოელ პატრონებს, ქვეყნის შიგნით არსებულ აგენტურას, რომლებიც მოუწოდებენ რომ დარჩნენ ციხეში, რომ მათი პატიმრობა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ვერშემდგარი დამხობიდან 1 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.