ირაკლი კობახიძე: ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
„ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას. რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები. გადავალთ პროექტირების ეტაპზე და ყველაზე რეალურია, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყება. დიდი მოსამზადებელი დროა საჭირო, ასევე საჭიროა უცხოელი ექსპერტების ჩართვა, შესაბამისად, მომავალი წლის ბოლოსთვის რეალურია სამშენებლო სამუშაოების დაწყება“, - განაცხადა პრემიერმა.