ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.

როდრიგესის თქმით, დაშავებულია 2,980 ადამიანი.

„სიცოცხლის გადასარჩენად თვალიც კი არ მოგვიხუჭავს. ჩვენ ათობით სიცოცხლე გადავარჩინეთ“, – განაცხადა დელსი როდრიგესმა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.