მარკ რუტემ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო ინიციატივა დააანონსა
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში ჩრდილოატლანტიკური სამიტის მიმდინარეობისას 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ინიციატივა სახელწოდებით Drone Edge დააანონსა, რომლის მთავარი პრიორიტეტი უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლა იქნება.
რუტეს განცხადებით, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების გამოცდილების გათვალისწინებით, ალიანსმა თავისი შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენის, იდენტიფიკაციისა და ნეიტრალიზების მიმართულებით უნდა გააფართოოს.
რუტეს განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები 40 მილიარდ დოლარს ხუთი წლის განმავლობაში გამოყოფენ.
„რადგან ასეთი საშუალებების გამოყენებას სპეციალისტები სჭირდება, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ხუთჯერ მეტი დროების ოპერატორი გადაამზადონ; 2027 წლის ბოლომდე ნატო მოკავშირეებს სხვადასხვა მიმართულებით მხარს დაუჭერს, რათა მათ საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ“, - განაცხადა რუტემ.