ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ოდისეას“ გადაღებას გეგმავს

ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ოდისეას“ გადაღებას გეგმავს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ თავისი სტარტაპის, xAI-ის მიერ შემუშავებული ნეიროქსელის, Grok-ის მეშვეობით „ოდისეას“ საკუთარ ეკრანიზაციას შექმნის.

„ამ წლის ბოლომდე Grok Imagine „ოდისეას“ მოტივებზე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, რომელიც ისტორიულად ზუსტი და ჰომეროსის მხატვრული სტილის ერთგული იქნება“, - დაწერა მილიარდერმა. სოციალურ ქსელში X. მან ასევე გადააზიარა ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეო, რომელშიც ნეიროქსელის მიერ გენერირებული „ოდისეას“ ფრაგმენტი იყო ასახული და კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

სხვა პოსტში მასკმა მხარი დაუჭირა ერთ-ერთი მომხმარებლის იდეას, გამოეყოთ 100 მილიონი დოლარი მსახიობ და რეჟისორ მელ გიბსონისთვის, რათა მას „ისტორიულად ზუსტი“ ხომალდებით, აბჯრით, იარაღითა და სამსახიობო შემადგენლობით ეკრანიზაცია გადაეღო, რომელშიც ყველა დიალოგი ჰომეროსის ეპოქის ძველბერძნულ ენაზე, პოემის ტექსტის ციტატებისგან იქნება შედგენილი.

მასკმა კრისტოფერ ნოლანის ეკრანიზაცია არაერთხელ გააკრიტიკა. ბიზნესმენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ელენე ტროელისა და ტროას დედოფლის როლზე შავკანიანი მსახიობის, ლუპიტა ნიონგოს არჩევა გახდა.

ნოლანის „ოდისეას“ მსოფლიო პრემიერა 16 ივლისს შედგა. სურათში ითამაშეს მეტ დეიმონმა, ტომ ჰოლანდმა, ენ ჰეთევეიმ, რობერტ პატინსონმა, ზენდაიამ, შარლიზ თერონმა, ბენი საფდიმ, მია გოთმა და სხვებმა. გაქირავების პირველ უქმეებზე ფილმმა აშშ-ში დაახლოებით 124,5 მილიონი დოლარი დააგროვა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 264,1 მილიონი დოლარი, მაშინ, როცა ბიუჯეტი 250 მილიონს შეადგენდა. ეს ნოლანის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.