უნგრელი პოლიტიკოსები პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში ადანაშაულებენ

უნგრელი პოლიტიკოსები პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში ადანაშაულებენ

უნგრელი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში, კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრასა და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ.

უნგრეთის მთავრობის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურა ყოფილი მმართველი პარტია „ფიდესის“ ოფისებში წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდა და იქიდან სერვერებისა და საკომუნიკაციო სისტემების ინფორმაცია ამოიღო.

ოპოზიციური პარტიის წევრები ამ ფაქტს კანონის უზენაესობის დარღვევას უწოდებენ. „ფიდესმა“ მომხდართან დაკავშირებით „წინააღმდეგობის დეკლარაციაც“ გამოაქვეყნა.

„2026 წლის არჩევნების შემდეგ პარტია „ტისამ“ ძირფესვიანად შეცვალა უნგრეთის კონსტიტუციური წესრიგი. ფუნდამენტური კანონის მე-17 შესწორების დამტკიცებით, უნგრეთი აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც კანონის უზენაესობა მართავს. თვითნებური წესების ეპოქა დაბრუნდა. ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, აღმოიფხვრა პოლიტიკური კონკურენცია და დემოკრატია დასრულდა. ამიერიდან ჩვენი მისია იქნება, რომ აღვადგინოთ დემოკრატიული სახელმწიფო“, - აღნიშნულია „წინააღმდეგობის დეკლარაციაში“.