ალექსანდარ ვუჩიჩი: მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის
მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ახალი ბიზნეს ინიციატივების, სატრანსპორტო კავშირების, ტურიზმის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ალექსანდარ ვუჩიჩი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღrმავდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო კონკრეტული თანამშრომლობის, ჩვენი კომპანიების უფრო დიდი წარმომადგენლობის, უფრო ძლიერი პოლიტიკური გაგებისა და მეგობრობის პერიოდი დგება, რაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასარგებლო იქნება“, - წერს სერბეთის პრეზიდენტი.