დონალდ ტრამპი - ირანთან მოლაპარაკებების მეორე ფაზა უფრო ადვილი იქნება - სხვათა შორის, ჩვენ ირანში არანაირ ფულს არ ვდებთ, გუშინ ჭორი გავრცელდა ჭორი, სასაცილო იყო

დონალდ ტრამპი - ირანთან მოლაპარაკებების მეორე ფაზა უფრო ადვილი იქნება - სხვათა შორის, ჩვენ ირანში არანაირ ფულს არ ვდებთ, გუშინ ჭორი გავრცელდა ჭორი, სასაცილო იყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების შემდეგი ფაზა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე საწყისი რაუნდი, რომელმაც მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმამდე მიიყვანა.

„ირანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ის წარმატებული უნდა იყოს. ეს მეორე ეტაპზე გადადის, რაც, ვფიქრობ, უფრო ადვილი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში კატარის ემირთან შეხვედრისას.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანში ფულის ინვესტირებას არ გეგმავს.

„სხვათა შორის, ჩვენ ირანში არანაირ ფულს არ ვდებთ. გუშინ გავრცელდა ჭორი. სასაცილო იყო. გვაქვს უფლება, ოდესმე შევიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა ან ვინმეს უნდა, მაგრამ არანაირ ფულს არ ვდებთ. არ გვაქვს ვალდებულება, ირანში ფული ჩავდოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.