რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ ალიანსიდან შესაძლო გასვლაზე: ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც უნდოდათ ძალადობა განეხორციელებინათ ქართველ ხალხზე, ახლა დარჩათ მხოლოდ ერთმანეთი და ამ ძალადობას ერთმანეთზე ახორციელებენ

სინამდვილეში ქართული ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის ადამიანთან ჯგუფი, რომლებიც არიან მოძალადეები მაგრამ თუ ეს ძალადობა მათ უნდოდათ განეხორციელებინათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ახლა დარჩათ მხოლოდ ერთმანეთი და ამ ძალადობას მხოლოდ ერთმანეთზე ახორციელებენ. ამიტომ ამ საქმიანობაში ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ის „ნაცმოძრაობის“ ალიანსიდან შესაძლო გამოსვლას გამოეხმაურა. რატი იონათამიშვილის თქმით, ახლა რადიკალები ერთმანეთზე ძალადობენ.

ცნობისთვის, არ არის გამორიცხული, ივლისში ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხზეც იმსჯელონ. ამის შესახებ გიორგი კაპანაძემ განაცხადა. ნაციონალური მოძრაობის წევრი წითელი ხაზების გადაკვეთაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ალიანსში არასამუშაო გარემოა.