გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
არ არის გამორიცხული, ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხზეც იმსჯელონ. შესაბამისი განცხადება გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი წითელი ხაზების გადაკვეთაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ალიანსში არასამუშაო გარემოა.
„სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად“, - აღნიშნა კაპანაძემ.