ილონ მასკი: ვფიქრობ, ბევრი უბრალოდ სასურველს აღიქვამს რეალობად, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი სრულად უნდა გავიდეს უკრაინიდან - ეს არ არის რეალისტური

ილონ მასკი: ვფიქრობ, ბევრი უბრალოდ სასურველს აღიქვამს რეალობად, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი სრულად უნდა გავიდეს უკრაინიდან - ეს არ არის რეალისტური

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტის შესაძლო დარეგულირების გზებზე ისაუბრა.

მასკის თქმით, აუცილებელია მხარეებმა პრაგმატული მიდგომა გამოიჩინონ და სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.

„იმედი მაქვს, რომ მალე მიაღწევენ გარკვეულ სამშვიდობო შეთანხმებას. უკვე ორი თუ სამი წელია, ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება“, - განაცხადა მასკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების სრული გაყვანის მოლოდინი არარეალისტურია.

„ვფიქრობ, ბევრი უბრალოდ სასურველს აღიქვამს რეალობად, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი სრულად უნდა გავიდეს და ა.შ. ეს არ არის რეალისტური. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები. ყველაზე საშინელი ის იქნება, თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფრონტის ხაზზე ადამიანები ისევ უაზროდ დაიღუპებიან“, - დასძინა მან.