თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ელექტროენერგია დედაქალაქში 08:00 საათისთვის გაითიშა.
არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება რეგიონების ნაწილსაც.
ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკმა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.