სერგეი ლავროვი: თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს ბლოკი დაიშლება

სერგეი ლავროვი: თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს ბლოკი დაიშლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ეს ბლოკი დაიშლება.

„ევროკავშირის შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, უკრაინის გაწევრიანება შეიძლება ცუდიც არ იყოს. მაშინ ის უბრალოდ დაიშლება“, - განაცხადა ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლებენ ისინი, ვისაც ევროკავშირის მილიტარიზაცია სურს.