ირანში აცხადებენ, რომ შავ სიაში შეიყვანეს 45 ტანკერი, რომლებმაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთისას თეირანის მიერ მიღებული წესები დაარღვიეს

ირანში აცხადებენ, რომ შავ სიაში შეიყვანეს 45 ტანკერი, რომლებმაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთისას თეირანის მიერ მიღებული წესები დაარღვიეს

ირანი აცხადებს, რომ შავ სიაში შეიყვანა 45 ტანკერი, რომლებმაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთისას თეირანის მიერ მიღებული წესები დაარღვიეს. მათივე თქმით, ირანი შესაბამის ზომებს მიმართავს აღნიშნული გემების მიმართ, ასევე ნებისმიერი ხომალდის მიმართ, რომელიც მათთან ერთად ტვირთს გადაიტანს.

სპარსეთის ყურის სრუტის ორგანომ, (PGSA) რომელიც ირანმა ომის დაწყების შემდე შექმნა, იუწყება, რომ დასახელებული 45 გემი შეიძლება დაჯარიმდნენ, დააკავონ და ტვირთი ჩამოართვან.

„როიტერი“ წერს, რომ სია მოიცავს ძალიან დიდ ნავთობის გადამზიდავებს, თხევადი ბუნებრივი აირის და თხევადი ნავთობის გაზის ტანკერებს, ასევე პროდუქტებით დატვირთულ გემებს. დასახელებულ გემებს შორის არიან არაბთა გაერთიანებული საემიროების ADNOC Logistics and Shipping (ADNOC L&S) და საუდის არაბეთის ეროვნულ საზღვაო გადამზიდავ Bahri. შავ სიაში ასევე შეიყვანეს Klaveness Ship Management-ის, Stolt Tankers-ის და სამხრეთ კორეული Sinokor-ის საკუთრებაში არსებული გემები.