ძველ რუსთავში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს
რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს ძველ რუსთავში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციაზე არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მუშაობს.
ამ ეტაპზე სამუშაოები ასლანიკაშვილის და ბათუმის ქუჩების 6 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი ანალოგიური სამუშაოები დაიწყება ჭავჭავაძის და მშენებელთა ქუჩებზეც.