ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს
ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
როგორც აღინიშნა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.