გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა

გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა

„გონიოს ჰანგები“ - გონიოს ციხემ გრანდიოზულ ქართულ გალაკონცერტს უმასპინძლა. ისტორიული ციხის კედლებში საფუძველი ჩაეყარა ახალ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია გონიოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ისტორიის გაცოცხლება.

კონცერტში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.