იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს. პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად სოციალურ ქსელებში ილონ მასკის ანგარიში გააყალბა და მილიარდერის ნამდვილი გვერდის გამომწერებს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდა.

ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.

ქალმა დაიჯერა და თაღლითისთვის ფულის გადარიცხვა დაიწყო. მოგვიანებით მას ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეებთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან მათთვის ფულის გაგზავნა კვლავ დაიწყო.

სულ პენსიონერმა დამნაშავეებს 1,85 მილიონი იენა (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი) გადასცა. პოლიციას ეჭვობს, რომ ონო რიოი ასევე ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდა. გამოძიება მის შესაძლო თანამზრახველებს ადგენს.